ირანის რეჟიმის არმიას ისე ვანადგურებთ, როგორც მსოფლიოს აქამდე არასდროს უნახავს - პიტ ჰეგსეთი 13.03.2026 17:23

შეერთებული შტატები რადიკალური ირანის რეჟიმის არმიას ისე ანადგურებს, როგორც მსოფლიოს აქამდე არასდროს უნახავს, ​​- ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა პენტაგონში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ირანის არმია ბრძოლაში არაეფექტური გახდა, ირანის საზღვაო ფლოტი სპარსეთის ყურის ფსკერზეა და პრეზიდენტი ტრამპს კარტები ხელში უჭირავს.

ჰეგსეთის თქმით, აშშ-ისრაელის საჰაერო ძალების კომბინაცია დაუმარცხებელია და მათი დაზვერვა უკეთესი და დახვეწილი ხდება.

ჰეგსეთის განცხადებით, ირანს აღარ ჰყავს საჰაერო ძალები, საჰაერო თავდაცვა და საზღვაო ფლოტი და მისი რაკეტების გამშვები სისტემები ნადგურდება. აშშ-სა და ისრაელის არმიები ირანის მარაგებში არსებულ რაკეტებს აგდებენ და ანადგურებენ და, რაც მთავარია, მათ წარმოებას შეუძლებელს ხდიან.

როგორც ჰეგსეთმა აღნიშნა, ირანის მიერ წარმოებული რაკეტების რაოდენობა 90%-ით შემცირდა, ხოლო ცალმხრივი დარტყმების განხორციელების უნარის მქონე დრონების რაოდენობა - 95%-ით;

მისი თქმით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია და სავარაუდოდ, დასახიჩრებულია, ირანის ხელმძღვანელობა კი იმალება.

„დღეს აშშ კვლავ განახორციელებს მლავრ საჰაერო დარტყმებს ირანზე", - განაცხადა ჰეგსეთმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ