14.03.2026 12:09
ამსტერდამში ებრაული სკოლასთან აფეთქება მოხდა, დაზიანდა სკოლის შენობა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ამსტერდამის მერი მომხდარს ებრაული საზოგადოების წინააღმდეგ განზრახ შეტევად განიხილავს.
მერის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გაჩნდა ცეცხლი. მომხდარმა მცირე ზიანი მიაყენა შენობას.
„თაიმს ოფ ისრაელის" ცნობით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ნიდერლანდების პოლიციამ განაცხადა, რომ როტერდამში სინაგოგის გარეთ აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი დააკავეს.
ავტორ(ებ)ი :