ქრისტიანმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც ომებს იწყებენ, აღსარება უნდა ჩააბარონ, აქვთ მათ საკმარისი თავმდაბლობა და გამბედაობა, რომ გამოიკვლიონ საკუთარი სინდისი?-რომის პაპი 14.03.2026 17:37

რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა, რომ ქრისტიანმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც ომებს იწყებენ, უნდა ჩააბარონ აღსარება და დაფიქრდნენ, რამდენად მიჰყვებიან იესოს სწავლებას.

ამასთან, პონტიფიკოსს კონკრეტული ლიდერები ან კონფლიქტები არ დაუსახელებია.

„აქვთ თუ არა იმ ქრისტიანებს, რომლებიც შეიარაღებულ კონფლიქტებში მძიმე პასუხისმგებლობას ატარებენ, საკმარისი თავმდაბლობა და გამბედაობა, რომ სერიოზულად გამოიკვლიონ საკუთარი სინდისი და წავიდნენ აღსარებაზე?", - განაცხადა პაპმა სასულიერო პირებისადმი მიმართვაში.

„როიტერი" იუწყება, რომ რომის პაპი ბოლო დღეებში უფრო აქტიურად გამოდის ირანში ომის დასრულების მოწოდებებით.

ამასთან, როგორც სააგენტო წერს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღზრდილია პრესვიტერიანული ქრისტიანული ტრადიციით. მისი ადმინისტრაციის რამდენიმე წევრი, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კათოლიკეები არიან.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ