„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს პორტების ევაკუაციისკენ მოუწოდებს 14.03.2026 18:15

 

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" არაბთა გაერთიანებულ საამიროებს პორტების ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

„ირანი თავისი ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიის დასაცავად ლეგიტიმურ უფლებად მიიჩნევს, რომ მიზანში ამოიღოს არაბთა გაერთიანებული საამიროების ზოგიერთ ქალაქში, პორტებსა და ნავსადგურებში დამალული ამერიკული რაკეტების გამშვები დანადგარები", - აცხადებს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი".

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ ალ-ფუჯაირას, ჯემალ ალისა და ხალიფას პორტები დატოვონ.

ამასთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს ირანმა 9 ბალისტიკური რაკეტა და 33 დრონი გაუშვა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ