კუბაზე დემონსტრანტებმა კომუნისტური პარტიის ოფისი დაარბიეს 15.03.2026 10:44

 

კუბაზე მომიტინგეებმა კომუნისტური პარტიის შენობა დაარბიეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საკვებზე ფასების მკვეთრმა ზრდამ და ელექტროენერგიის ხშირმა გათიშვამ საჯარო უკმაყოფილების იშვიათი ტალღა გამოიწვია.

კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქალაქ მორონში, შაბათს ღამით, ოფისების ვანდალიზმის ფაქტზე 5 ადამიანი დააკავეს.

BBC წერს, რომ კუბელების უკმაყოფილება პიკს აღწევს, რადგან კუნძული მუდმივი „ბლექაუტების", საკვების, საწვავისა და მედიკამენტების დეფიციტის წინაშე დგას. ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს აშშ-ის მხრიდან ნავთობის ხანგრძლივი ბლოკადა.

კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეების პრეტენზიები და მოთხოვნები „ლეგიტიმურია", ხელისუფლება არ დაუშვებს „ძალადობასა და ვანდალიზმს, რომელიც მოქალაქეების სიმშვიდეს საფრთხეს უქმნის".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ