15.03.2026 14:27
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თუ აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება სასწრაფოდ არ დაიწყება, რეგიონში ომი, შესაძლოა, გაფართოვდეს.
ჰაკან ფიდანის განცხადებით, ორივე მხარის შეტევები "საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს, არამედ საბრძოლო მოქმედებები ზიანს აყენებს მსოფლიო ეკონომიკას". ამასთან, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შესაძლო პროვოკაციების მიუხედავად, თურქეთი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს.
"სამწუხაროდ, ჩვენი თავდაპირველი გაფრთხილებები და ანალიზი ომის დაწყებამდე რეალისტური აღმოჩნდა. თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს ომი, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. ომი, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონში ომის შემდგომ გავრცელებას ვიხილავთ. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რომ თუ ირანზე თავდასხმები გაგრძელდება და ირანი, თავის მხრივ, მეზობელ ქვეყნებს დაარტყამს, სიტუაცია, შეიძლება, სრულიად უმართავი გახდეს. ამას აუცილებლად უნდა დაესვას წერტილი," - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ავტორ(ებ)ი :