15.03.2026 18:10
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ ეფი დეფრინის თქმით, ისრაელის სამხედრო ძალებს ირანში ოპერაციისთვის მინიმუმ სამი კვირის გეგმა აქვთ, რომლის დროსაც ათასობით სამიზნეს დაარტყამენ.
„წინ ათასობით სამიზნე გვაქვს. მზად ვართ, ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან კოორდინაციით, გეგმებით, სულ მცირე, ებრაული დღესასწაულის, პასექის ჩათვლით, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში. უფრო ღრმა გეგმები გვაქვს სამი კვირის შემდეგაც კი", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები არა წამზომის ან გრაფიკის მიხედვით, არამედ მიზნების მისაღწევად მუშაობენ.
„არ ვმუშაობთ წამზომის ან გრაფიკის მიხედვით, არამედ ჩვენი მიზნების მისაღწევად, რომელიც ირანის რეჟიმის სერიოზულად დასუსტებას ითვალისწინებს", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.
ავტორ(ებ)ი :