ტრამპი იმ მოკავშირეებს აკრიტიკებს, რომლებმაც ჰორმუზის სრუტეში დახმარების შესახებ მის მოწოდებაზე უარი განაცხადეს 16.03.2026 21:07

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ მოკავშირეების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს მის მოთხოვნაზე - გაეგზავნათ სამხედრო ხომალდები ჰორმუზის სრუტეში.

მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში მიღებული უსაფრთხოების გარანტიების ფონზე, ეს ქვეყნები აშშ-ის მიმართ არასაკმარის ერთგულებას იჩენენ.

„ზოგიერთი [ქვეყანა] ამას დიდი ენთუზიაზმით შეხვდა, ზოგი კი - არა. მათ შორის არიან ქვეყნები, რომლებსაც ჩვენ მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში ვეხმარებოდით. ჩვენ მათ საშინელი გარე ძალებისგან ვიცავდით, მათ კი დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენიათ. ენთუზიაზმის დონე კი ჩემთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა მან.

„არიან ქვეყნები, სადაც 45,000 [ამერიკელი] ჯარისკაცია - საუკეთესო ჯარისკაცები - გვყავს განლაგებული, რათა ისინი საფრთხისგან დავიცვათ და ჩვენ ამ საქმეს შესანიშნავად ვართმევთ თავს", - განაცხადა ტრამპმა. „ხოლო როდესაც გვაინტერესებს: გყავთ თუ არა ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები? - გვპასუხობენ, რომ ურჩევნიათ, ამაში არ ჩაერიონ".

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ წინასწარ იცოდა - ამერიკელი მოკავშირეები შეერთებულ შტატებს მხარს არ დაუჭერდნენ.

„მე ყოველთვის მწვავედ ვაკრიტიკებდი სხვა ქვეყნების დაცვის პოლიტიკას, რადგან ვიცი, ჩვენ კი დავიცავთ მათ, მაგრამ დახმარება ჩვენ თუ დაგვჭირდა, ისინი გვერდით არ დაგვიდგებიან. ეს უკვე დიდი ხანია ვიცი", - აღნიშნა მან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ