16.03.2026 23:30
ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას მერცმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში არ უნდა დაუშვან, რომ რეგიონი უსასრულო ომში ჩაითრიონ, რომელსაც გაურკვეველი მიზნები აქვს.
„სამხედრო მოქმედებების ნებისმიერი შემდგომი ესკალაცია სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთში. იგივე მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ირანში ჩამოიშლება სახელმწიფო წესრიგი, ტერიტორიული მთლიანობა, სახელმწიფოებრიობა და ეკონომიკა. ამიტომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, მკაფიო გეგმითა და სტრატეგიით", - აღნიშნა მერცმა.
გერმანიის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ვიდრე ომი გაგრძელდება, გერმანია არ მიიღებს სამხედრო გზით მონაწილეობას, მათ შორის არც ჰორმუზის სრუტეში.
„ამ დრომდე არც ის ვიცით, საერთოდ როგორ შეიძლება, წარმატებით განხორციელდეს მსგავსი ოპერაცია", - განაცხადა კანცლერმა.
ავტორ(ებ)ი :