გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ირანში მიმდინარე ომმა შესაძლოა მილიონობით ადამიანი მწვავე შიმშილის ზღვარზე მიიყვანოს 17.03.2026 19:31

 

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ირანში მიმდინარე ომმა შესაძლოა მილიონობით ადამიანი მწვავე შიმშილის ზღვარზე მიიყვანოს.

სააგენტოს პროგნოზით, კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში, შიმშილის საფრთხის წინაშე კიდევ 45 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება.

ამ დროისთვის მსოფლიოში უკვე 319 მილიონ ადამიანს უჭირს საკვების მოპოვება, ახალი ტალღა კი ამ მაჩვენებელს კატასტროფულ ნიშნულამდე გაზრდის.

WFP-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, კარლ სკაუს განცხადებით, ეს იქნება გლობალური შიმშილის დონის აბსოლუტური რეკორდი, რაც „საშინელი პერსპექტივაა".

სააგენტო აღნიშნავს, რომ ომი ისეთი მასშტაბით აფერხებს სურსათის მიწოდებას, როგორიც აქამდე იშვიათად უნახავთ.

კარლ სკაუს თქმით, ორგანიზაცია იმყოფება „ყველაზე მძიმე შეფერხების ზღვარზე 2022 წლის COVID-19-ის პანდემიისა და უკრაინის ომის შემდეგ".

„ეს არის საშინელი, მართლაც საშინელი პერსპექტივა", - აცხადებს სკაუ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ