„ბიბისიმ“ ისეთი რამ მალაპარაკა, რაც არასდროს მითქვამს და სარჩელი შევიტანეთ''- დონალდ ტრამპი 17.03.2026 22:02

 

„ბიბისი" წარმოუდგენელი იყო. მათ ისეთი რამ მალაპარაკეს, რაც არასდროს მითქვამს. ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული. მე ვთქვი, რომ ეს არასდროს მითქვამს. ასე რომ, ჩვენ მათ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ. აღიარებენ, რომ დამნაშავეები არიან, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, „ბიბისი" ასევე არასწორად აშუქებს ირანში ომს.

„დღეს დილით ვუყურე მათ და არასწორია, როგორც ისინი მიმდინარე ომს აშუქებენ. ჩვენ ეს ქვეყანა გავანადგურეთ. თუმცა, თუ „ბიბისის" უყურებთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისინი თანაბრად გვებრძვიან - ეს ასე არ არის, ისინი ჩვენ თანაბარ ბრძოლას არ გვიწევენ. ეს იყო ძალიან არაზუსტი ახალი ამბები. ეს იყო „ფეიკნიუსი". ნამდვილად კორუმპირებული, თაღლითური ახალი ამბებია. მართლაც ასეა, ეს თაღლითურია, ეს არ არის უბრალოდ ყალბი, ყალბზე მეტია. ისინი რასაც აკეთებენ, კრიმინალურია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ