20.03.2026 20:14
იესო ქრისტეზე გაკეთებული განცხადების გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტების გაკეთება მოუწია.
ისტორიკოს უილ დურანტის ციტირებით, ნეთანიაჰუმ 19 მარტის საღამოს სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა: „ისტორია ადასტურებს, რომ, სამწუხაროდ, იესო ქრისტეს არანაირი უპირატესობა არ აქვს ჩინგიზ ყაენთან შედარებით, რადგან თუ საკმარისად ძლიერი, საკმარისად დაუნდობელი, საკმარისად ძლევამოსილი ხარ, ბოროტება სიკეთეს დაამარცხებს. აგრესია ზომიერებას დაამარცხებს".
ისრაელის მედიის თანახმად, მცირე სკანდალის შემდეგ, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტელევიზიით მიმართვისას „მას იესო ქრისტე არ დაუმცირებია".
„იესო ქრისტეს მგზნებარე თაყვანისმცემელმა, დურანტმა განაცხადა, რომ მხოლოდ მორალი არ არის საკმარისი გადარჩენის უზრუნველსაყოფად. მორალურად უმაღლესი ცივილიზაცია მაინც შეიძლება დაუნდობელი მტრის ხელში აღმოჩნდეს, თუ მას არ ექნება თავდაცვის ძალა. არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა განზრახული", - აღნიშნა მოგვიანებით ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.
ნეთანიაჰუს განცხადებას გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, რომელმაც თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქრისტიანების კეთილგანწყობაზე ასე დამოკიდებული ადამიანისთვის, ნეთანიაჰუს აშკარა ზიზღი იესო ქრისტეს მიმართ აღსანიშნავია.
„მის მიერ ჩინგის ხანის, ყველაზე საშინელი ჯალათის, რომელიც ჩვენს რეგიონს ოდესმე უნახავს, მიმართ გამოთქმული დაუოკებელი ქება ასევე შეესაბამება მის ამჟამინდელ სტატუსს, როგორც ძებნილი ომის დამნაშავის", - აღნიშნა აბას არაღჩიმ.
ავტორ(ებ)ი :