Financial Times: აშშ განიხილავს ლუკაშენკოს მიწვევას თეთრ სახლში ან მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში 23.03.2026 21:24

 

აშშ განიხილავს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიწვევას თეთრ სახლში ან მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში. ამის შესახებ ბელარუსის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ეს პოტენციური ვიზიტი მკვეთრ შემობრუნებას ნიშნავს მინსკის მიმართ ვაშინგტონის მიდგომაში.

„ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი მიზნის მისაღწევად, მაგრამ მჯერა, რომ ამას შევძლებთ", - განაცხადა კოულმა.

ეს განცხადება მოჰყვა კოულის ვიზიტს ბელარუსში 19 მარტს, რის შემდეგაც ლუკაშენკომ 250 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ