24.03.2026 14:50
Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე კვლავ 100 დოლარს გადააჭარბა.
„ბიბისის" ინფორმაციით, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ერთი ბარელზე აზიის ბაზარზე დილით 4%-ით გაიზარდა და 103.94 დოლარი შეადგინა.
23 მარტს Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 10%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც მსოფლიოში მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის ფასების ზრდის რისკი შექმნა. ჰორმუზის სრუტეში პლანეტის ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის.
ავტორ(ებ)ი :