რუსეთმა ლვოვის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანა, თავდასხმის შედეგად დაშავდა 13 ადამიანი 24.03.2026 21:59

 

რუსეთმა ლვოვის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.

ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის თქმით, საჰაერო თავდასხმის დროს ქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.

იერიშის შედეგად ლვოვში დაზიანებულია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - მე-17 საუკუნის წმინდა ანდრიას ეკლესია.

უკრაინული მედიის ცნობით, ლვოვთან ახლოს, სოფელ სერნიკში კიდევ ერთ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ