ირანის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ თეირანი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება 25.03.2026 18:39

 

ირანი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას და მიიჩნევს, რომ აშშ-თან მოლაპარაკებებში ჩართვა ლოგიკური არ იქნება, - იტყობინება ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Fars-ი დიპლომატიური საქმიანობის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

„ინფორმირებულმა წყარომ Fars News-თან საუბრისას მიუთითა მოწინააღმდეგე მხარის მარცხზე საკუთარი მიზნების მიღწევაში და განაცხადა: „ირანი არ იღებს ცეცხლის შეწყვეტის პირობას. ფუნდამენტურად, მათთან მოლაპარაკებების პროცესში შესვლა, ვინც შეთანხმებები დაარღვია, არ არის ლოგიკური", - იუწყება ირანის სახელმწიფო მედია.

Fars News-ი ასევე ციტირებს წყაროს, რომლის თქმითაც, ირანი ომის დასრულებამდე თავისი სტრატეგიული მიზნების მიღწევას გეგმავს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ