25.03.2026 19:01
პენტაგონის წარმომადგენელმა „ბიბისისთან" საუბრისას დაადასტურა, რომ ახლო აღმოსავლეთში 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის საბრძოლო და დამხმარე ქვედანაყოფები გაიგზავნება.
82-ე დივიზია ჩრდილოეთ კაროლინაში დისლოცირებული ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სამხედრო ნაწილია, მისი ნაწილი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში 18 საათში შეიძლება აღმოჩნდეს.
ჯარისკაცები სამიზნე ტერიტორიაზე პარაშუტით ან ვერტმფრენით სადესანტო ოპერაციების განსახორციელებლად არიან მომზადებული.
ავტორ(ებ)ი :