ბრიტანეთი აშშ-ს ავიამზიდების გაგზავნას სთავაზობდა, როცა ომი დასრულებული იყო, მე ვუთხარი, რომ არ გვჭირდება, ბრიტანული ავიამზიდები სათამაშოებია ჩვენს ავიამზიდებთან შედარებით -დონალდ ტრამპი 26.03.2026 22:14

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი შეერთებულ შტატებს ავიამზიდების გაგზავნას სთავაზობდა „სამი კვირის წინ, როცა ომი უკვე დასრულებული იყო".

„ვუთხარი, მშვენიერია, მადლობა, არ შეწუხდეთ, არ გვჭირდება", - განაცხადა ტრამპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ბრიტანული ავიამზიდები საუკეთესო არ არის, „სათამაშოებია ჩვენს ავიამზიდებთან შედარებით", - განმარტავს დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ნატო-ს წევრი ქვეყნები და აღნიშნა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია". აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ზოგიერთმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ ჩაერთვება.

„არა, მონაწილეობა ომის დასაწყისში უნდა მიიღოთ ან მის დაწყებამდეც კი", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ჰორმუზის სრუტეზე საუბრისას კი ტრამპმა აღნიშნა, რომ სწორი შეთანხმების შემთხვევაში სავაჭრო გზა კვლავ გაიხსნება.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ