ირანის ქალაქ ყუმის დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა 27.03.2026 17:33

ღამის განმავლობაში ირანში, ქალაქ ყუმში დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი" ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ირანული მედია წერს, თავდასხმა ყუმის ერთ-ერთ უბანზე განხორციელდა.

თავდაპირველად ინფორმაცია დადასტურებული იყო ექვსი გარდაცვლილის შესახებ, თუმცა შემდგომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა.

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, მაშველები დარტყმის ადგილზე, საცხოვრებელ უბანში ჩავიდნენ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ