ვლადიმერ პუტინი - რუსეთსა და ევროპულ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კრიზისშია, თუმცა ეს ჩვენი ბრალი არ არის 27.03.2026 17:44

 

რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები კრიზისშია, თუმცა ეს მოსკოვის ბრალი არ არის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი ევროპულ სახელმწიფოებთან კავშირების აღდგენაზე.

„სავსებით გასაგებია, რომ ევროპულ ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობები კრიზისშია. ეს ჩვენი ბრალი არ არის. უკრაინის მოვლენებზე მითითებები უსაფუძვლოა, ვინაიდან ევროპული კრიზისი როგორც წინა ამერიკული ადმინისტრაციის, ასევე რამდენიმე წამყვანი ევროპული ქვეყნის ბრალია. მათ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას დაუჭირეს მხარი. ამან შემდგომში მოვლენათა ტრაგიკული ჯაჭვი გამოიწვია, რომელიც დღემდე გრძელდება უკრაინაში. მოდით, განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა ევროპულ ქვეყნებთან, მთლიანად ევროკავშირთან. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა: ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი ამ ურთიერთობების განვითარებასა და აღდგენაზე", - განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ