27.03.2026 20:42
abcnews-ი აშშ-ის ოფიციალურ პიზე დაყრდნობით წერს, რომ ირანთან ომის დროს, რომელიც თითქმის ერთი თვეა გრძელდება, სულ მცირე 303 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
წყაროს ცნობით, დაჭრილებიდან 273 სამსახურს დაუბრუნდა, ხოლო 10 მძიმედ არის დაჭრილი.
მედიის ცნობით, დაზიანებების უმეტესობა ქალა-ტვინის დაზიანებებია, რამაც შეიძლება მეხსიერების პრობლემები, შაკიკი, დაღლილობა და მრავალი კოგნიტიური დარღვევა გამოიწვიოს.
ოფიციალური პირის ცნობით, ჯარისკაცების დაშავების მიზეზი ირანულ დრონები და სხვა ასაფეთქებელ მოწყობილობებია, რომელთა მოქმედების ზონაშიც ჯარისკაცები მოხვდნენ.
ავტორ(ებ)ი :