27.03.2026 23:15
ირანში აცხადებენ, რომ აშშ და ისრაელი ორ ბირთვულ ობიექტს თავს დაესხნენ. გავრცელებული ცნობით, თავდასხმის მიუხედავად, რადიოაქტიური მასალის გავრცელება არ მომხდარა.
ირანის ცნობით, ჩრდილო-დასავლეთ ირანში, ხონდაბის მძიმე წყლის კომპლექსს აშშ-ისრაელის ძალებმა შეუტიეს.
ირანული მედია მარკაზის პროვინციის წარმომადგენელზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
გავრცელებული ცნობით, მეორე დარტყმის სამიზნე იაზდის პროვინციის ქალაქ არდაკანში მდებარე საწარმოო ობიექტი გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ობიექტის მიღმა რადიოაქტიური მასალის გაჟონვა არ შეუნიშნავთ.
თავდასხმა მალევე მოხდა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს ქალაქ არაკის ჩრდილო-დასავლეთით და ხირ-აბადის ინდუსტრიულ ზონაში.
ავტორ(ებ)ი :