28.03.2026 12:02
ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ისინი შეთანხმების მიღწევას ითხოვენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანის ომთან დაკავშირებით განაცხადა.
„გამოვიდა, მართალი ვიყავი. ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რაც ორი დღის შემდეგ აღიარეს და თავიანთი არასწორი განცხადების გამოსასწორებლად განაცხადეს, რომ ნავთობით დატვირთულ რვა გემს გამოგიგზავნით", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს „ტრამპის სრუტე" უწოდა.
„მათ ეს უნდა გახსნან, მათ უნდა გახსნან ტრამპის სრუტე. ვგულისხმობ, ჰორმუზის სრუტეს. ბოდიშს გიხდით, ძალიან ვწუხვარ. საშინელი შეცდომაა. ყალბი ამბები იტყვის: „შემთხვევით თქვა". არა, ჩემთან შემთხვით არაფერი ხდება. არც ისე ბევრი რამ", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, არსებობს „იურიდიული მიზეზი", რის გამოც ირანში მიმდინარე მოვლენებს ომს კი არა, „სამხედრო კონფლიქტს" უწოდებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ს ირანში „კიდევ 3 554" სამიზნეზე აქვს დასარტყმელი.
„ეს საკმაოდ სწრაფად გაკეთდება", - აღნიშნა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა განაცხადა, ირანი ოდესღაც ძლიერი ქვეყანა იყო, მაგრამ „ის აღარ არის ძლიერი".
ავტორ(ებ)ი :