28.03.2026 17:56
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერა მოსკოვის დახმარებას ნიშნავს.
მისივე თქმით, მოსკოვი მხარს უჭერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რადგან ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ბლოკავს.
„მოსკოვი მხარს უჭერს ორბანს, რადგან ის საბოტაჟს უწევს ევროკავშირს, ბლოკავს სანქციებსა და უკრაინის დაფინანსებას. ასე რომ, ყველა, ვინც ორბანს უჭერს მხარს, მოსკოვს ეხმარება. რეალურად, საქმე ასე მარტივადაა," - წერს რადოსლავ სიკორსკი.
ავტორ(ებ)ი :