29.03.2026 13:47
ევროპაში, 12 ტონა KitKat-ის შოკოლადი მოიპარეს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, სატვირთო, რომელიც 413,793 ცალი "კიტკეტის" შოკოლადი გადაჰქონდა, ცენტრალური იტალიიდან პოლონეთის მიმართულებით დაიძრა, თუმცა საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე ვერ მიაღწია. პროდუქცია რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში უნდა გადანაწილებულიყო, თუმცა გზაში სატვირთო გაუჩინარდა. კომპანია არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში დაიკარგა ტვირთი.
KitKat-ის ინფორმაციით, მოპარული შოკოლადების იდენტიფიცირება სპეციალური კოდით არის შესაძლებელი. კოდის დასკანერების შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს ინსტრუქციას, თუ როგორ დაუკავშირდეს კომპანიას.
"მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებთ დამნაშავეების გემოვნებას, ტვირთის ქურდობა სერიოზული პრობლემაა ნებისმიერი ბიზნესისთვის," - აღნიშნულია KitKat-ის განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :