29.03.2026 21:40
ისრაელის გადაწყვეტილება, რომ კათოლიკე სასულიერო პირები აღდგომის ტაძარში არ შესულიყვნენ, „რთულად გასაგები ან გასამართლებელია", - ამის შესახებ ისრაელში აშშ-ის ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ განაცხადა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, ისრაელის პოლიციის გადაწყვეტილება, რომ ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას და კიდევ სამ სასულიერო პირს ბზობის კვირას ეკლესიაში კურთხევის აღსავლენად შესვლაზე უარი ეთქვა, უფლებამოსილების სამწუხარო გადაჭარბებაა, რომელსაც უკვე სერიოზული შედეგები აქვს მთელ მსოფლიოში.
ცნობისთვის, კრიტიკული შეფასებების შემდეგ ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ მუშავდება გეგმა, რომელიც ეკლესიის ლიდერებს აღდგომის ტაძარში ლოცვის უფლებას მისცემს.
ისრაელის მთავრობის განცხადების თანახმად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა ბალისტიკური რაკეტებით არაერთხელ მიიტანა იერიში იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილების წინააღმდეგ და ერთ-ერთი დარტყმის დროს რაკეტის ფრაგმენტები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა. ისრაელის მთავრობის განცხადებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისრაელმა დროებით სთხოვა ყველა სარწმუნოების წარმომადგენელ მრევლს, არ შეასრულონ მსახურება იერუსალიმის ძველი ქალაქის წმინდა ადგილებში.
ავტორ(ებ)ი :