31.03.2026 21:05
მსოფლიოში ნავთობის ფასმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებულ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია.
„სქაინიუსის" ცნობით, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი დღეს ერთ ბარელზე 5%-ით გაიზარდა და 118.6 დოლარს გადააჭარბა.
ირანზე აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შემდეგ, ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა 9 მარტს 119.5 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო ერთ თვეში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
ცნობისთვის, თეირანმა ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, სადაც მსოფლიოს ნავთობმომარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის. სრუტის დატოვება მხოლოდ რამდენიმე გემმა შეძლო.
ავტორ(ებ)ი :