აშშ და ირანი ერთმანეთში ცვლიან შეტყობინებებს, თუმცა არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს - აბას არაღჩი 31.03.2026 23:52

 

აშშ და ირანი ერთმანეთში ცვლიან შეტყობინებებს, თუმცა არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საუბარი არ არის მოლაპარაკებებზე, არამედ მხოლოდ შეტყობინებების გაცვლაზე, რომელიც ხორციელდება როგორც პირდაპირ, ასევე რეგიონში არსებული პარტნიორების მეშვეობით.

არაღჩიმ განაცხადა, რომ კვლავ იღებს გზავნილებს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლისგან, სტივ უიტკოფისგან, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს კომუნიკაცია არ ნიშნავს მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყებას.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანმა უკვე უპასუხა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ 15-პუნქტიან გეგმას.

არაღჩის განცხადებით, ირანის პირობები კონფლიქტის დასრულებისთვის მკაფიოა. მისი თქმით, ირანი ითხოვს გარანტიებს, რომ მსგავსი სამხედრო მოქმედებები აღარ განმეორდება და ასევე კომპენსაციას იმ ზარალისთვის, რომელიც კონფლიქტის შედეგად მიიღო.

მისივე თქმით, ირანი არ დაეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას, რადგან სურს „ომის სრული დასრულება არა მხოლოდ ირანში, არამედ მთელ რეგიონში".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ