აშშ-მა სამ რუსულ გემს სანქციები მოუხსნა 01.04.2026 16:28

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სიიდან სამი რუსული გემი ამოიღო. ამის შესახებ აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სანქციები მოეხსნათ კონტეინერმზიდ გემებს Fesco Moneron-ს, Fesco Magadan-სა და სატვირთო გემ Sv Nikolay-ს.

ეს უკანასკნელი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის „ომის სანქციების" მონაცემების თანახმად, მონაწილეობდა მოპარული უკრაინული მარცვლეულის ამოღებაში.

აღნიშნულია, რომ გემი Sv Nikolay არაერთხელ შესულა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების პორტებში, საიდანაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია თურქეთში გაჰქონდა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ