04.04.2026 00:00
გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს ინციდენტი ომის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანმა ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო.
"ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო", - ვკითხულობთ სტატიაში.
როგორც ავტორი აღნიშნავს, სამხედრო თვალსაზრისით, ირანი აშშ-სა და ისრაელზე სუსტია, მოძველებული და არასაკმარისად დაფინანსებული სამხედრო-საჰაერო ძალებით, თუმცა მიმდინარე კონფლიქტში ის საჰაერო თავდაცვის გარკვეული რესურსით ჩაერთო, რაც მოიცავს რაკეტების ფართო სპექტრს და საშიშ გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს.
ავტორ(ებ)ი :