The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა 04.04.2026 00:06

 

ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მფრინავი უსაფრთხოდ იყო ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

ოფიციალური პირების თქმით, მოერიშე თვითმფრინავი A-10 Warthog-ი ჰორმუზის სრუტის მახლობლად დაახლოებით იმავე დროს ჩამოვარდა, როდესაც ირანის თავზე სამხედრო-საჰაერო ძალების F-15E ჩამოაგდეს. ამ უკანასკნელი ინციდენტისას ეკიპაჟის ერთი წევრი გადაარჩინეს, ხოლო სამძებრო-სამაშველო ჯგუფები მეორე მფრინავს ეძებენ.

A-10-ის ჩამოვარდნის შესახებ ოფიციალურმა პირებმა მწირი ინფორმაცია გასცეს და არ დაუკონკრეტებიათ, თუ როგორ ან ზუსტად სად მოხდა შემთხვევა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ