04.04.2026 16:55
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, სადაც თურქეთის ლიდერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა გაავრცელა.
როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტმა 3 მარტს სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან. მედიის ცნობით, საუბრის მთავარი საკითხი იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები.
ავტორ(ებ)ი :