,,აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩასვლაზე თეირანს უარი არასდროს უთქვამს''-აბას არაღჩი 04.04.2026 17:52

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩასვლაზე თეირანს უარი არასდროს უთქვამს.

„ამერიკული მედია ირანის პოზიციას არასწორად წარმოაჩენს. ჩვენ პაკისტანის ძალისხმევის მადლიერები ვართ და ისლამაბადში ჩასვლაზე უარი არასდროს გვითქვამს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჩვენზე თავსმოხვეული ამ უკანონო ომის საბოლოო და ხანგრძლივი დასრულების პირობებია", - წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი X-ზე.

ცნობისთვის, მანამდე, გამოცემა The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ასევე, თეირანმა ვაშინგტონს აცნობა, რომ ისლამაბადში უახლოეს დღეებში აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის მზად არ არის.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ