INSA: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამჟამად გერმანიის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა 05.04.2026 15:42

 

ახალი გამოკითხვის თანახმად, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ამჟამად ქვეყნის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალაა.

კომპანია INSA-ს მიერ გაზეთ Bild am Sonntag-ისთვის ჩატარებული ყოველკვირეული გამოკითხვის მიხედვით, პარტიის მხარდაჭერა ამჟამად 26%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით უცვლელი დარჩა.

კანცლერ ფრიდრიხ მერცის პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა" და „ქრისტიან-სოციალური კავშირის" (CDU/CSU) მხარდაჭერა 1%-ით შემცირდა და 25%-ს გაუტოლდა, ხოლო მისი კოალიციური პარტნიორი - „სოციალ-დემოკრატიული პარტია" (SPD) 13%-ზეა.

სხვა ოპოზიციური პარტიების, „მწვანეებისა" და „მემარცხენეების" მაჩვენებლები უცვლელი დარჩა და შესაბამისად 12%-სა და 11%-ს შეადგენს.

ამჟამად AfD სიდიდით მეორე პარტიაა გერმანიის პარლამენტში. Deutsche Welle წერს, რომ პარტია წარმატებით იყენებს საზოგადოების მზარდ უკმაყოფილებასა და შეშფოთებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკური სტაგნაცია, სამუშაო ადგილების მზარდი შემცირება სამრეწველო სექტორში და ენერგიის მაღალი ფასები.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ