რუსეთმა და ჩინეთმა ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადეს 07.04.2026 21:06

 

ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გაეროს რეზოლუციას რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს.

რეზოლუციას უსაფრთხოების საბჭოს 11-მა წევრმა მხარი დაუჭირა, რუსეთმა და ჩინეთმა მის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ორმა კი - პაკისტანმა და კოლუმბიამ, თავი შეიკავა.

სხდომას ხელმძღვანელობდა ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი. კენჭისყრამდე მან საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ პროექტი ახალ რეალობას არ ქმნიდა, არამედ სერიოზულ პასუხს წარმოადგენდა ირანის მხრიდან მტრული ქცევის გამეორებაზე, რომელიც უნდა შეწყდეს.

რეზოლუციის ჩავარდნის შემდეგ, ზაიანიმ განაცხადა, რომ საბჭომ ვერ შეძლო თავისი პასუხისმგებლობის შესრულება უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც გადამწყვეტ მოქმედებას დაუყოვნებლივ მოითხოვს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ