„ბლუმბერგი“ - რუსული ნავთობის ფასმა ბოლო 13 წლის მაქსიმუმს მიაღწია და ერთ ბარელზე 116 დოლარი შეადგინა 07.04.2026 21:41

 

რუსული ნავთობის ფასმა ბოლო 13 წლის მაქსიმუმს მიაღწია და ერთ ბარელზე 116 დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი" ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, 2013 წლის თებერვლის შემდეგ ეს რუსული ნავთობისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის დასაწყისში რუსული ნავთობის საშუალო ფასი 59 დოლარი იყო.

ცნობისთვის, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომის ფონზე, მას შემდეგ, რაც ჰორმუზის სრუტე დაიკეტა, მსოფლიოში ნავთობის დეფციტი შეიქმნა. ამის გამო, 13 მარტს აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ, რომელიც უკვე ტანკერებში იყო ჩატვირთული, სანქციები შეაჩერა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ