07.04.2026 23:54
რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანული ცივილიზაციის განადგურების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას მიუღებელი უწოდა.
მისი თქმით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი თავდასხმა საერთაშორისო სამართალს არღვევს.
„როგორც ყველამ ვიცით, იყო ასეთი მუქარა ირანის მთელი ხალხის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად მიუღებელია", - განაცხადა რომის პაპმა.
ამასთან, ლეო XIV-მ „ამერიკელებს და სხვა კეთილი ნების მქონე ადამიანებს" მოუწოდა, დაუკავშირდნენ თავიანთ პოლიტიკურ ლიდერებსა და კონგრესის წარმომადგენლებს, რათა მოსთხოვონ ომის უარყოფა და მშვიდობისთვის მუშაობა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მთელი ცივილიზაცია დაიღუპება ამაღამ და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მოხდება".
ავტორ(ებ)ი :