08.04.2026 09:15
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმაა, თუ მის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყდება".
მისივე თქმით, „ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა".
ამასთან, აბას არაღჩის განცხადებით, ეს „ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით" განხორციელდება.
პარალელურად, მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტაზე ორივე მხარის თანხმობისა, ქვეყანაში ირანიდან გაშვებული რაკეტები მაინც დააფიქსირეს.
ავტორ(ებ)ი :