08.04.2026 09:38
„ბიბისი" ირანულ მედიაზე დაყრდნობით, თეირანის მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს.
გეგმა ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის გახსნას, ირანის აღსადგენად ხარჯების ანაზღაურებასა და რეგიონში ყველა კონფლიქტის დასრულებასაც.
ამასთან, გეგმის თანახმად, ირანი ბირთვული იარაღის ფლობას არ ეცდება.
კერძოდ, გეგმა შედგება შემდეგი პუნქტებისგან: ომის სრული შეწყვეტა ერაყში, ლიბანსა და იემენში; ირანის წინააღმდეგ ომის სრული და მუდმივი შეწყვეტა, ყოველგვარი დროის შეზღუდვის გარეშე; რეგიონში ყველა კონფლიქტის სრულად დასრულება; ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნა; ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პროტოკოლისა და პირობების დადგენა; ირანისთვის რეკონსტრუქციის ხარჯების სრულად ანაზღაურება; ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის სრული ვალდებულება; შეერთებული შტატების მიერ დაკავებული ირანის სახსრებისა და გაყინული აქტივების გათავისუფლება; ირანი სრულად იღებს ვალდებულებას, რომ არ შეეცდება ბირთვული იარაღის ფლობას; ზემოაღნიშნული პირობების დამტკიცებისთანავე ყველა ფრონტზე დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდება.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება მიიღო, რაც მოლაპარაკებების საფუძველია. ირანულმა მხარემ კი აღნიშნა, რომ პარასკევიდან პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებები დაიწყება.
ავტორ(ებ)ი :