ირანს რეკონსტრუქციის პროცესის დაწყება შეუძლია, ისევე, როგორც ახლა აშშ-ში ვხედავთ, ეს შეიძლება, ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანად იქცეს -დონალდ ტრამპი 08.04.2026 09:48

დიდი დღე მსოფლიო მშვიდობისთვის! ირანს სურს, რომ ეს მოხდეს, მათთვის საკმარისია! საკმარისია მათთვის! ასევეა ყველა დანარჩენისთვისაც! - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, მისივე თქმით, ირანს უკვე შეუძლია, აღდგენის პროცესი დაიწყოს.

„ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება ჰორმუზის სრუტეში გემების გადატვირთვის პრობლემის მოგვარებაში. უამრავი პოზიტიური ქმედება განხორციელდება! დიდი ფული გამომუშავდება. ირანს რეკონსტრუქციის პროცესის დაწყება შეუძლია. ჩვენ მოვამარაგებთ ყველანაირი სახის რესურსით და უბრალოდ „დავრჩებით ადგილზე", რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ისევე, როგორც ახლა აშშ-ში ვხედავთ, ეს შეიძლება, ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანად იქცეს!" - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ