ყაზახეთის პრეზიდენტი აღმოსავლეთში სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება 08.04.2026 10:32

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი მიესალმა ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის სრული შეწყვეტისა და ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევას.   ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა.
„პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი მიესალმება ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის სრული შეწყვეტისა და ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევას პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შაჰბაზ შარიფისა და პაკისტანის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ფელდმარშალ ასიმ მუნირის შუამავლობით“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული შეთანხმება შესაძლებელი გახდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობისა და სამხედრო კონფლიქტში ჩართული ყველა ქვეყნის კეთილი ნებისა და გონიერების წყალობით.
ყაზახეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მიღწეული შეთანხმება ზავის შესახებ გრძელვადიანი იქნება, რაც ხელს შეუწყობს მსოფლიო ვაჭრობის განვითარებასა და ყველა სახელმწიფოს ეკონომიკურ კეთილდღეობას.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ