ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილება შეჩერებულია 09.04.2026 13:51

აშშ-ისა და ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილება შეჩერებულია.

ირანული მედიის ცნობით, სტრატეგიული საზღვაო დერეფანი სრულად დაიხურა და ნავთობის ტანკერები იძულებული გახდნენ, უკან დაბრუნებულიყვნენ.

საზღვაო მონიტორინგის პლატფორმის, „მარინ ტრეფიკის" მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჰორმუზის სრუტე მხოლოდ ორმა გემმა გაიარა - ბერძნულმა მშრალტვირთმზიდმა და ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა ხომლადმა. თუმცა მოგვიანებით სრუტე კვლავ ჩაიკეტა.

ირანული სააგენტოების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ლიბანზე განხორცელებული იერიშების გამო ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტანკერების გადაადგილება სრულად შეაჩერა. ამის გამო რამდენიმე ტანკერს გეზის შეცვლა და სპარსეთის ყურეში დაბრუნება მოუწია.

მანამდე ირანის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციამ ჰორმუზის სრუტისთვის უსაფრთხო ნავიგაციის სქემა გამოაქვეყნა და ყველა ხომალდს მოუწოდა, მკაცრად დაეცვათ განსაზღვრული მარშრუტები ნაღმების საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ