„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ – ტრამპის პოსტი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ 10.04.2026 19:24

 

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ  ტრამპმა ეს განცხადება აშშ-ს და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რომელიც 11 აპრილს, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადშია დაგეგმილი.

აშშ-ის პრეზიდენტი დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებს ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს, რომელიც პაკისტანში უკვე გაემგზავრა.

ვენსი გახდება ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი, რომელიც 1979 წლის შემდეგ ირანთან მოლაპარაკებებს გამართავს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ