ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს იმ გამონაკლისს, რომელიც ქვეყნებს სანქცირებული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული ნაწილის შეძენის საშუალებას აძლევს-Reuters 10.04.2026 21:25

 

ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, უკვე პარასკევს გაახანგრძლივებს იმ გამონაკლისს, რომელიც ქვეყნებს სანქცირებული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული ნაწილის შეძენის საშუალებას აძლევს - ამის შესახებ Reuters-ს ორმა ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა მარტის შუა რიცხვებიდან დაუშვა ზღვაში მყოფი რუსული ნავთობისა და პროდუქტების შესყიდვა 30-დღიანი შეღავათის საფუძველზე, რომელსაც ვადა 11 აპრილს ეწურება.

ეს გადაწყვეტილება ნაწილია იმ ძალისხმევისა, რომელიც მიზნად ისახავს ენერგორესურსებზე გლობალური ფასების კონტროლს ირანთან ომის ფონზე.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ