კმარა ძალის დემონსტრირება! კმარა ომი! ჭეშმარიტი ძალა სიცოცხლის მსახურებაში ვლინდება - რომის პაპი 12.04.2026 11:03

 

რომის პაპმა ლეო XIV ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, მსოფლიოში მშვიდობისთვის სალოცავი ლიტურგია ჩაატარა. მესის დროს მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, შეჩერდნენ და მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას „და არა იმ მაგიდას, სადაც შეიარაღება იგეგმება და მომაკვდინებელი ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება".

„ეკლესია ყოველთვის მშვიდობისკენ მოუწოდებს, „მაშინაც კი, თუ ომის ლოგიკაზე უარის თქმამ შეიძლება გაუგებრობა და ზიზღი გამოიწვიოს" და ის მუდამ დანერგავს „უფრო მეტად ღვთისადმი მორჩილებას, ვიდრე რაიმე ადამიანური ხელისუფლებისადმი. კმარა ძალის დემონსტრირება! კმარა ომი! ჭეშმარიტი ძალა სიცოცხლის მსახურებაში ვლინდება", - განაცხადა პაპმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ