პიტერ მაგიარი - იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მივიღეთ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი 12.04.2026 22:22

 

ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, - ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას" ლიდერმა, პიტერ მაგიარმა განაცხადა.

პიტერ მაგიარმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

„კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ხმის მიცემის უფლება გამოიყენა. ვისთვისაც არ უნდა მიგეცათ დღეს ხმა, ეს დემოკრატიის ზეიმად იქცა. რა თქმა უნდა, ვნახეთ ბოლო გამოკითხვები. სულ მცირე, სამი ან ოთხი კვლევითი ინსტიტუტი გამოვიდა თავისი ბოლო კვლევებით. ამ მონაცემებზე, ამომრჩეველთა აქტივობაზე და იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მივიღეთ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. როგორც უკვე არაერთხელ გვითქვამს ბოლო თვეებში, შესაძლოა, წლებშიც კი - ჩვენ არ გვინდა და არ მოვიგებთ მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას, ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს", - განაცხადა მაგიარმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ