,,საბოლოო შედეგები ამ საპარლამენტო არჩევნებისა გამოქვეყნდება 30 დღის თავზე''- უნგრეთის პრეზიდენტ 12.04.2026 22:23

 

რამდენიმე წუთის წინ, ეროვნულ საარჩევნო ოფისში მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ჩაიარა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 77.8% შეადგინა, რაც, ახალი მონაცემების შემოსვლის კვალდაკვალ, შესაძლოა კიდევ გაიზარდოს", - ამის შესახებ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიოკიმ განაცხადა.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, საბოლოო შედეგები მხოლოდ მას შემდეგ გამოცხადდება, რაც სრულად აღირიცხება ყველა ხმა და ამოიწურება სამართლებრივი გასაჩივრების ყველა შესაძლო მექანიზმი.

"1990 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში პირველი თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, ეს უკვე მეათე შემთხვევაა, როდესაც უნგრეთში დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებს ვატარებთ. მოქალაქეებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ - საკონსულო უბნებსა თუ საფოსტო კენჭისყრის გზით, მიეცათ შესაძლებლობა, თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი ნება და ხედვა ქვეყნის მომავალ მმართველობასთან დაკავშირებით.

პარლამენტი მოქალაქეთა ჩართულობის უპირატესი ფორუმი და ხალხის სუვერენიტეტის პირდაპირი რეპრეზენტაციაა. სწორედ ამ სამართლებრივ ჩარჩოში საჯარო ხელისუფლების წყარო, უნგრელი ერი, თავად განვსაზღვრავთ საკუთარ ბედს და ვახორციელებთ მმართველობით უფლებამოსილებებს. შესაბამისად, დღევანდელი დღე, რომელიც 36-დღიან საარჩევნო ციკლს აგვირგვინებს, არის თავისუფლების ზეიმი და დემოკრატიის ტრიუმფი.

რამდენიმე წუთის წინ, ეროვნულ საარჩევნო ოფისში მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ჩაიარა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 77.8% შეადგინა, რაც, ახალი მონაცემების შემოსვლის კვალდაკვალ, შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

მოქალაქეთა ასეთი  მაღალი ჩართულობა იმის უტყუარი დასტურია, რომ უნგრეთში დემოკრატიული ინსტიტუტები სრულფასოვნად ფუნქციონირებს. ხალხის ნებამ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ნდობა არსებობს.

შესაბამისად, საარჩევნო შედეგები, მიუხედავად მათი საბოლოო შინაარსისა, წარმოადგენს ლეგიტიმურ სამართლებრივ საფუძველს, რათა განისაზღვროს უნგრეთის განვითარების შემდგომი სტრატეგიული კურსი.

საარჩევნო ოლქებში ხმების დათვლის პროცედურა ზუსტად 19:00 საათზე დაიწყო. საბოლოო შედეგები მხოლოდ მას შემდეგ გამოცხადდება, რაც სრულად აღირიცხება ყველა ხმა და ამოიწურება სამართლებრივი გასაჩივრების ყველა შესაძლო მექანიზმი. მიუხედავად ამისა, წინასწარ მონაცემებს საზოგადოებას უკვე ამ საღამოს მივაწვდით.

კონსტიტუციის შესაბამისად, რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების დასრულებიდან 30 დღე აქვს იმისათვის, რომ დანიშნოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესია, ჩამოაყალიბოს მთავრობა და წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

როგორც კი ოფიციალური შედეგები ცნობილი გახდება, მე დავიწყებ კონსულტაციებს იმ პოლიტიკური სუბიექტების ლიდერებთან, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი. მათთან ერთად დეტალურად განვიხილავ პირველი სხდომის ჩატარების თარიღსა და ორგანიზაციულ საკითხებს", - აცხადებს უნგრეთის პრეზიდენტი, ტამაშ შუიოკი.

ცნობისთვის, უნგრეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები ბუდაპეშტის დროით, დილის 6 საათზე გაიხსნა და საღამოს 7 ზე დაიხურა. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ