13.04.2026 12:12
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-მა პროდუქტიული მოლაპარაკებები ჩაშალა.
მისი თქმით, ირანმა აშშ-თან ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად დაიწყო.
„მაგრამ როდესაც „ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმიდან" სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრით ვიყავით დაშორებული, მაქსიმალიზმს, მიზნების შეცვლასა და ბლოკადას წავაწყდით", - აღნიშნა აბას არაღჩიმ.
ამასთან, მისივე თქმით, „კეთილგანწყობა კეთილგანწყობას წარმოშობს, მტრობა კი - მტრობას".
ავტორ(ებ)ი :