დიმიტრი პესკოვი - მოსკოვი უნგრეთის ახალ ხელმძღვანელობასთან კონტაქტების გაგრძელებას ელოდება 13.04.2026 16:16

მოსკოვი უნგრეთის ახალ ხელმძღვანელობასთან კონტაქტების გაგრძელებას ელოდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ველით, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ძალიან პრაგმატულ კონტაქტებს უნგრეთის ახალ ხელმძღვანელობასთან. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, მათ შორის, დიალოგში ჩართვის სურვილის შესახებ", - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის მტკიცებით, უნგრეთის მოსახლეობამ თავისი არჩევანი გააკეთა და რუსეთი ამას პატივს სცემს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ