,, რომის პაპს ბოდიშს არ მოვუხდი''- დონალდ ტრამპი 13.04.2026 21:59

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპ ლეო XIV-ს ბოდიშს არ მოუხდის. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რომის პაპი „ძალიან სუსტია დანაშაულთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით" და მისივე თქმით, „უბრალოდ პასუხობს" პაპის კრიტიკას.

„არაფერი მაქვს საბოდიშო, რადგან ის არის არასწორი", - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია". მისი თქმით, არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს. საპასუხოდ, რომის პაპმა განაცხადა,რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის არ ეშინია და ომის წინააღმდეგ აქტიურ გამოსვლებს გააგრძელებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ